ხაბუმეში გზის რეაბილიტაციაზე 777 000 ლარი დაიხარჯება

პანდემიის მიუხედავად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.
ამჯერად სოფელ ხაბუმეში, ცქვიტიშვილების უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდიანრეობს. უახლოეს პერიოდში დაიწყება 3- კილომეტრიან საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება.
სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 777 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
ცქვიტიშვილების უბანში ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა.
პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები