გიორგიწმინდას მოსახლეობას შეუფერხებელი წყალმომარაგება ექნება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით, ჭაბურღილების , შემკრები რეზერვუარებისა და სატუმბი სადგურის მოწყობის სამუშაოები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 597 500 ლარს შეადგენს, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “თერგი” 3 თვის ვადაში შეასრულებს.
მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს, სოფელს შეუფერხებელი წყალმომარაგება ექნება.