ბათუმში, კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112” -ში შევიდა ინფორმაცია ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ცეცხლი შეინიშნებოდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში.

“ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით დაიწყეს მოსახლეობის ევაკუაცია. მეზობელი ბინებიდან დროულად მოხდა მოქალაქეების, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვნის გამოყვანა. პარალელურად, მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ინფორმაციით, ბინიდან ცეცხლი გადასული იყო ქვედა სართულის აივანზე და არსებობდა ხანძრის მეზობელ ბინებზე გავრცელების საფრთხეც. მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიული რეაგირების შედეგად, მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება”,- ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ ადგილზე სულ 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები