გორის შემდეგ, ვაქცინაციაში ხაშური და კასპი ჩაერთო

გორის შემდეგ, ვაქცინაციაში ხაშური და კასპი ჩაერთო. ხაშურის „ახალი კლინიკისა“ და კასპის „მედალფასთვის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 500-500 დოზაა გამოყოფილი. ერთ-ერთი პირველი, ვინც ვაქცინა გაიკეთა, ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი იყო.

დავით ჩიქოვანის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდინფიცირების 2,000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის იყო მედპერსონალიც. შესაბამისად, ისინი ვაქცინაციის პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან, რადგან ვაქცინაციაში ჩასართავად აუცილებელი პირობა ისაა, რომ კონკრეტულ პირს არ უნდა ჰქონდეს ბოლო 120 დღის განმავლობაში კოვიდინფიცირებულის სტატუსი. ჩიქოვანი კოლეგებს ვაქცინაციაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება ქარელს, იქ ვაქცინაცია „გორმედის“ ფილიალში ხვალიდან დაიწყება, კლინიკისთვის AstraZeneca-ს 400 დოზაა გამოყოფილი.

მთლიანად შიდა ქართლში 5 პუნქტი იქნება გახსნილი. ვაქცინაციაში ჩართულმა მედპერსონალმა სპეციალური გადამზადება გაიარა. აღსანიშნავია, რომ რეგიონისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2,600 დოზაა გათვლილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები