ინფრასტრუქტურა ქარელში – ყაზბეგის ქუჩაზე ასფალტირების სამუშაოები დაიწყო

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა ქარელში სპორტული სტადიონის მიმდებარედ ორივე მხარეს, ყაზბეგის ქუჩაზე, მიმდინარე ასფალტირების სამუშაოები.
ცალკეულ მონაკვეთებში მოხდება ფრაგმენტებად შემორჩენილი ძველი ასფალტის ფრეზირება და დაიგება ასფალტობეტონის ახალი 1 კმ-ანი გზის საფარი. ამჟამად მიმდინარეობს სამოსის ქვედა ფენის მოწყობა.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რაზეც გაიხარჯება 444800 ლარი.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,იბოლია“.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები