ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ნარჩენების სეპარირების საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ( NALAG) და დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის (DGG) პროგრამების მხარდაჭერით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ნარჩენების სეპარირების საპილოტე პროექტი ხორციელდება.
ზესტაფონის მერიის საკონფერენციო დარბაზში, საპილოტე პროექტის პრეზენტაცია შედგა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში (UNDP) – ლუიზა ვიტონი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორი, დავით მელუა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე ესწრებოდნენ.
საპილოტე პროექტი მიზნად ისახავს ნარჩენების სეპარირებას სპეციალური პრესის საშუალებით, მის გადამუშავებას და ინდივიდუალური კომპოსტირების დანერგვის ხელშეწყობას ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, საპილოტე სკოლებსა და საჯარო დაწესებულებებში ქაღალდისა და პლასტიკის განცალკევებული შეგროვების განხორციელებისა და ინდივიდუალური კომპოსტირების სადემონსტრაციო საიტების შექმნის გზით.
პროექტი, ნარჩენების სეპარირების სფეროში, მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს, კერძოდ, ნარჩენების დახარისხების საკითხში. პროექტის ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 7 საპილოტე სკოლაა შერჩეული, სადაც განთავსდება სხვადასხვა ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები, ასევე კომპოსტირების ყუთები. ნარჩენების შემკრები კონტეინერები ასევე განთავსდება, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონში“, ზესტაფონის მერიასა და შორაპნის ადმინისტრაციულ ერთეულში.
შერჩეულ ლოკაციებზე, დაიდგმება 3 სპეციალური ურნა მოცულობით 120 ლიტრი, რომლებიც განკუთვნილი იქნება პლასტიკის, ქაღალდის და შერეული ნარჩენების შესაგროვებლად. აღნიშნული კონტეინერების დაცლა და განკარგვა განხორციელდება ააიპ ,,ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის–ცენტრის’’ მიერ. ამ ურნებიდან და ყუთებიდან ნარჩენების სეპარირებულ გადაზიდვას უზრუნვეყობს მუნიცპალიტეტი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით. საპრესი სადგური რომელიც აღჭურვილი იქნება პროექტის მიერ შეძენილი საპრესი დაზგით., ეს საპრესი ცენტრი განთავსდება დასუფთავების სამსახურის შენობაში და შენახვაზე უზრუნველყოფს იქნება ა.(ა).ი.პ. „ზესტაფონის დასუფთავების სამსახური“. სულ შეძენილი იქნება 40ც. ურნა და 10ც. ყუთი ბიო დეგრადირებადი მწვანე ნარჩენების განსათავსებლად. ამასთან ერთად შეძენილი იქნება სპეციალური დანადგარი პლასტმასისა და მუყაოს ნარჩენების დასაპრესად.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შეიქმნება პირველი საპილოტე საიტები ნარჩენების სეპარირებისათვის, ამაღლდება მოსახლეობის ინფორმირება ნარჩენების სეპარირების მნიშვნელობის შესახებ, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი თავად იქნება ჩართული ნარჩენების სეპარირების განხორციელებაში. ამაღლდება ინფორმირება ნარჩენების სეპარირების მნიშვნელობის შესახებ, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი თავად იქნება ჩართული ნარჩენების სეპარირების განხორციელებაში.