როგორია კოვიდსტატისტიკა სამეგრელოში, 17 მარტის მდგომარეობით

გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღე-ღამეში ვირუსი 19-მა პაციენტმა დაამარცხა.

რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 83 ადამიანი მკურნალობს. მათგან 9-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვისთ, საკარანტინო სივრცეებში სულ 123 ადამიანი რჩება.

სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები ასეთია:
რუხის კლინიკაში იმყოფება – 31 კოვიდპაციენტი,
სენამედის კლინიკაში – 35, მათ შორის 3 მძიმე პაციენტია;
ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობის კურს გადის 25  პაციენტი, მათ შორის მძიმეა 4;
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 11 პირი მკურნალობს;
აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 5 პაციენტი;
სენაკის “ლაზიკამედის” კლინიკაში ამდრომდე 19 პაციენტი რჩება.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები