“ანაკლიის” საკარანტინე სივრცეში ექთანი გარდაიცვალა
სასტუმრო ,,ანაკლიაში”, სადაც საკარანტინო სივრცეა განთავებული ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ექთანი გარდაიცვალა.
როგორც “რეგიონულ კვირას” ადგილობრივ საზოგდოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, გარდაცვლილს გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
“საკარანტინო სივრცეში შეუძლოდ გახდა, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური გამოიძახეს. მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო დახმარებისა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – განაცხადეს ცენტრში.