ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა ხელვაჩაურის მოსახლეობასაც

ძლიერმა ქარმა წუხელ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიც დააზარალა
აჭარაში ძლიერი ქარის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” ადგილობრივ მერიაში განუცხადეს, ქარმა სოფელ ერგეში ორი, ხოლო სოფელ წინსვლაში ერთი საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

“ღამითვე მივედით ადგილზე და ადგილობრივებს შესაბამისი დახმარება გავუწიეთ. ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის დათვლა რაც შესაბამის კომისიაზე უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი”, – განაცხადეს მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები