რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი 382 დაინფიცირების შემთხვევიდან 6 რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს უკავშირდება. Მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელთა განმარტებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ონში, ამბროლაურსა და ლენტეხში არცერთი დადასტურებული შემთხვევაა, ახალი 6 დაინფიცირებული კი ცაგერის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.