ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა
ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ ვებგვერდზე Stopcov.ge გაავრცელა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 382 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 199 შემთხვევა, აჭარა – 23, იმერეთი – 65, ქვემო ქართლი – 13, შიდა ქართლი – 19, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 13, კახეთი – 30, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6”, – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა.