ბათუმში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა

ბათუმში, ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. როგორც ბათუმის მერიაში “რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, უამინდობის გამო, ჩხაიძისა და მაიაკოვსკის ქუჩებზე საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა და შედეგად არავინ დაშავებულა.

“ჩხაიძისა და მაიაკოვსკის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებს სახურავები დაუზიანდა. ერთ-ერთი სახლს სახურავი სრულიად აძვრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოხდა დროული რეაგირება, სახლები დროებით გადაიხურა. ამ ეტაპზე ძირითადი სამუშაოები მორჩა თუმცა, ერთ საცხოვრებელ სახლზე მიმდინარეობს სახურავის აღდგენითი სამუშაოები“,-განაცხადეს მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები