კოვიდინფიცირების 382 ახალი შემთხვევიდან 65 იმერეთში დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 382 ახალი შემთხვევიდან 65 იმერეთში დაფიქსირდა.
მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 370, საიდანაც: 1 405 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთში – 254.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 268 პირი, მათ შორის, იმერეთში – 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი, მათგან იმერეთში – 11.
140 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 108 – თბილისში, 26 – აჭარაში.
1 825 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში ვირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა.