თელავის შემდეგ მედპერსონალის ვაქცინაციას გურჯაანიც შეუერთდა

თელავის რეფერალური საავადმყოფოს შემდეგ კახეთში, ვაქცინაცია ” ჯეო ჰოსპიტალის” საავადმყოფოს მედ-პერსონალს უტარდება.
“ჯეო ჰოსპიტალსში” პირველებმა “ასტრაზენეკაზე” აცრა, ამავე საავადმყოფოს ექიმებმა- დეა ცაბუტაშვილმა და ქეთევან სამნიაშვილმა ჩაიტარეს.
სამედიცნო დაწესებულებაში სპეციალური ოთახია მოწყობილი, სადაც დღის განმავლობაში ვაქცინას სხვა მედიკოსებიც გაიკეთებენ.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 1900 დოზა კახეთში 13 მარტს ჩაიტანეს. რეგიონში სრულად მობილიზებულია რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, სადაც “ასტრაზენეკა” სპეციალურ მაცივრებში დასაწყობდა.

კახეთში, COVID- 19- ზე აცრა რეგისტირებულ 13 დაწესებულების სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს ჩაუტარდება, მათ შორის საუბარია თელავის ოთხი და საგარეჯოს სამი კლინიკის 1500- მდე მედიკოსზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები