ქუთაისის შემდეგ ექიმების ვაქცინაცია იმერეთის კიდევ 6 მუნიციპალიტეტში დაიწყო

ქუთაისის შემდეგ ექიმების ვაქცინაცია იმერეთის სხვა მუნიციპლაიტეტებშიც დაიწყო.
დღეს პროცესს წყალტუბო, სამტრედია, თერჯოლა, ზესტაფონი, ჭიათურა და საჩხერე შეუერთდა. ხვალიდან კი აცრის პროცესი კიდევ ხუთ მუნიცუპალიტეტში დაიწყება. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, ამ დროისთვის ქუთაისსში 80-მდე ექიმია აცრილი. გიორგიძე მედიკოსებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

იმერეთში 15 ვაქცინაციის პუნქტია. სულ შემოტანილია ასტრაზენეკას 5500 დოზა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები