ძროხის ლეში და ნახევარი ტონა ცხენის ხორცი – ბათუმის აგრარულ ბაზარში სეს-ის წარმომადგენლები არიან
ბათუმის აგრარულ ბაზარში ძროხის ლეში და ნახევარი ტონა ცხენის ხორცი აღმოაჩინეს.
როგირც ,,რეგიონულ კვირას” სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა განუცხადა, ხორცის რეალიზება დაწყებული არ იყო, შესაბამისად პროდუქცია დახლებზე არ მოხვედრილა. სპეციალისტებმა ის დალუქეს და მოგვიანებით ”სანდასუფთავების” სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაანადგურებენ.
ინსპექტორსბმა ხორცი მანქანებში აღმოაჩინეს. ერთ-ერთი მიკროავტობუსის მეპატრონე ამბობს, რომ არ იცის პროდუქცია ავტომობილში საიდან მოხვდა.
მისი თქმით, ტრანსპორტიდან სიგარეტის საყიდლად გადავიდა, უკან დაბრუნებულს კი მანქანა ღია დახვდა, საიდანაც სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ხორცი გამოჰქონდათ.