გურიაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
Stopcov.ge ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27167 კვლევა ტესტით, მათ შორის 18542 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8625 PCR ტესტით.
17 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 382 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 276067 – ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 313 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 269006 – მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3665 პირი ემსხვერპლა.