გორის მერია: ყოფილი საავადმყოფოს კიბის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა
გვიან ღამით, წმინდაწყლის დასახლებაში, ყოფილი საავადმყოფოს დანგრეული ფლიგელის კიბის უჯრედი ჩამოიშალა. ამის შესახებ გორის მერიის სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
მათი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ობიექტს იცავს მერიის მიერ დაქირავებული დაცვის სამსახური.
“მერიის ბალანსზე ობიექტი გასულ წელს გადმოვიდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის მიერ ობიექტის ფასის დადგენა, რათა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შეძლოს მისი დანგრევის პირობით გასხვისება”, – ნათქვამია გამცხადებაში.