ბაღდათში მედპერსონალის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ხვალიდან დაიწყება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მიზნობრივი ჯგუფების აცრა 18 მარტიდან დაიწყება.

COVID 19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინა მუნიციპალიტეტმა უკვე მიიღო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურ ცენტრში ვაქცინის დასაწყობების პროცესს, საიდანაც მისი განაწილება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მოხდება, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და საკრებულოს თვმჯდომარე შალვა მშვილდაძე დაესწრნენ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია 200 მედიკოსს ჩაუტარდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები