ბაღდათში, ზედა დიმში საავტომობილო გზა რეაბილიტირდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა დიმში ე.წ კვირიკაძეების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

აღნიშნული გზის მონაკვეთზე რკინა ბეტონის საფარი დაიგება და სანიაღვრეები მოეწყობა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია “გი-ანი2011” ასრულებს.
სამუშაოების ღირებულება 385,077.00 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი გარდამავალია, გასულ წელს დაიწყო და 2021 წლის ივნისში დასრულდება. პროექტის ფარგლებში სოფელ ზედა დიმში ე.წ კვირიკაძეების უბანში 1700 მეტრი რკინა – ბეტონის გზა დაიგება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები