აგარაში ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა აგარაში ქუჩის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 789 895 ლარს შეადგენს .სამუშაოებს შპს „ჰედეფ ჯორჯია” ასრულებს.