ამბროლაურში სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა ვაქცინაცია დაიწყო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირები ეტაპობრივად იცრებიან. ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს. მათივე განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და პირველი მოადგილე დავით გოგლიძე ადგილზე გაეცნენ.
,, დღეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია დაიწყო. იმუნიზაცია არის უმნიშვნელოვანესი პროცესი იმ გამოწვევის დასამარცხებლად, რასაც COVID 19 ჰქვია. ამ ეტაპზე ვაქცინას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იკეთებენ, თუმცა პროცესი რა თქმა უნდა გაგრძელდება და ეტაპობრივად სხვა ჯგუფებსაც მოიცავს “-აღნიშნა ზვიად მხეიძემ.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 340 დოზა მიიღო-აცხადებენ მერიაში