გორში 30 წლამდე კაცი დაჭრეს

გორში, ვერხვების დასახლებაში, სუხიშვილის ქუჩაზე, 30 წლამდე კაცი დაჭრეს. მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დახმარება ჯერ ადგილზე აღმოუჩინა, შემდეგ კი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა.

დაშავებულს ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება, მისი მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობენ ესპერტ-კრიმინალისტები.

როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარძე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები