თელავის მუნიციპალიტეტში 2 პირი, 1996 წელს დაბადებული ი.უ. და 1995 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს, წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა ედება ბრალად, მეორე კი, 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან, სქესობრივი დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ა.ნ.-ს სქესობრივი კავშირი ჰქონდა 2006 წელს დაბადებულ არასრულწლოვანთან. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა არასრულწლოვნის ოჯახის წევრებისთვის, რის შემდეგაც გოგონაზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.