სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 3 პირი დაინფიცირდა.
სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 717-ს მიაღწია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვები რეგიონის მიხედვით ასე გადანაწილდა:
1 ადიგენი,
1 ასპინძა და
1 ბორჯომი.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 14 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განმარტებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 30 პირი:
ადიგენის – 1 პირი;
ასპინძა – 7 პირი;
ახალციხე – 7 პირი;
ახალქალაქი – 5 პირი და
ბორჯომის – 10 პირი.
გიორგი მიქელაძის განმარტებით, კოვიდ კლინიკაში 13 პაციენტი მკურნალობს.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან 2 პირი გამოჯანმრთელდა.
სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 4 637-ს მიაღწია.