ონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სოფელ ღარში მდინარე რიონის კალაპოტის ფორმირება და ლოდნარის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე იგეგმება ბეტონის კუბების ჩალაგება.

15 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი, მეწარმესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ და გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.

აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ იერი ” ახორციელებს

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები