ქუთაისის მერია “ნაცმოძრაობის” წევრის ბრალდებას პასუხობს
ქუთაისის მერია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგა შუშანიას ბრალდებას პასუხობს. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ შუშანიამ ცრუ განცხადება გააკეთა.
როგორც ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ირაკლი გიორგაძე განმარტავს, ქუთაისის მერიას გიგა შუშანიასთვის ინფორმაციის მიწოდება არ დაუგვიანებია.
“ბატონ გიგას უნდა გაეხსნა მისი სამუშაო ქსელი(საიდანაც თავადაც გამოაგზავნა წერილი), სადაც 17 თებერვალს აუცილებლად დაუფიქსირდებოდა მერიის მიერ გაგზავნილი პასუხი, რომელშიც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიში არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და შეუძლია გამოითხოვოს სასამართლო წესით”, – აცხადებს ირაკლი გიორგაძე.
ცნობისთვის, გიგა შუშანიამ დღეს ბრიფინგი გამართა, მან მერია საჯარო ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა.