ახალციხეში საბავშვო ბაგა-ბაღების მასწავლებლებსა და დასაქმებულ პერსონალს სავალდებულო ტესტირება უტარდებათ

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაგა-ბაღების მასწავლებლებსა და დასაქმებულ პერსონალს კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება უტარდებათ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

“ტესტირების მიზანია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა შეუფერხებელად გააგრძელონ ფუნქციონირება და დაცული იყოს, როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება.
საბავშვო ბაღების თანამშრომლების ტესტირება, ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ, სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, უკვე მეორედ განხორციელდა”,-წერია განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ხელშეწყობით საბავშვო ბაღებში დასაქმებულ პერსონალს გამოკვლევები უტარდებათ C ჰეპატიტზეც.
პროცესს კოორდინაციას და მონიტორინგს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენლები უწევენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები