პანდემიურ წელსაც კი 23-24%-ის ფარგლებში იყო ექსპორტიც და იმპორტიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის – ნათია თურნავა 

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

ბრიუსელში იმყოფება ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც იმ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს, რომელიც შეხვედრებზე საქართველომ უნდა დასვას. ნათია თურნავას თქმით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე საუბარი იქნება შავი ზღვის რეგიონში პორტებზე წვდომაზე და ანაკლიის პორტის განახლებაზე, ასევე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ ვაჭრობაზე.

“ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რისი დასმაც ჩვენ გვინდა, ერთი ეს არის შავი ზღვის გავლით ფიზიკური კავშირების და სატრანსპორტო ლოგისტიკური სერვისების განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმისთვის, რომ უკეთ გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, გვქონდეს ფიზიკური წვდომა რეგულარულ ევროპულ პორტებზე.

მეორე მიმართულება, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის გაძლიერება ევროპასთან. დღესდღეობით, ევროპა არის უკვე ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი. პანდემიურ 2020 წელსაც კი 23-24%-ის ფარგლებში იყო ექსპორტიც და იმპორტიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის. მაგრამ, არის მთელი რიგი სასაქონლო ჯგუფები, რომლებიც გვინდა, რომ უფრო გამარტივებული წესით შედიოდეს ამ ბაზარზე,“ – აცხადებს ნათია თურნავა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები