ბორჯომის მერია – ბორჯომში, წმ. ნინოს ქუჩის N2-ში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ბორჯომში, წმ. ნინოს ქუჩის N2-ში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე სოსო რაზმაძე გაეცნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან სკვერის პროექტის დეტალები განიხილეს.

სკვერის რეაბილიტაცია 3 თვეში დასრულდება. სამუშაოებს შპს “არბა” ახორციელებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სკვერის რეაბილიტაციისთვის 717 000 ლარია გათვალისწინებული.

პროექტის მიხედვით მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებელი სივრცე, განთავსდება სკამები და დამონტაჟდება განათება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები