თელავში, ქვირაბის ქუჩის მოასფალტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7852 ლარი დაიხარჯება
თელავში, გვირაბის ქუჩის პირველი შესახვევის მოასფალტების სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაზიანებული საფარის ნაცვლად მოეწყობა ორფენიანი ასფალტის საფარი. ასევე, საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ კრინა-ბეტონის კედლებს ჩაუტარდება გამაგრების სამუშაობი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 78 352 ლარით ფინანსდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზამშენი 2005,, ასრულებს.