ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის 2 კლასი კორონავირუსის შემთხვევების გამო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის 4 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. მათ ვირუსი საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში დაუდასტურდათ, თუმცა უსაფრთხოების გამო 2 კლასი სწავლის დისტანციურ რეჟიმზე მაინც გადაიყვანეს.
„ინფიცირებული მოსწავლეები მე-12 და მე-10 კლასის მოსწავლეები არიან და ამ კლასების მოსწავლეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათ იზოლაციის პერიოდი 24-26 მარტს უმთავრდებათ“, – აღნიშნა ,,რეგიონულ კვირასთან“ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ.
მისივე ინფორმაციით, მასწავლებლებში და სკოლის სხვა თანამშრომლებში, რომლებსაც ორ კვირაში ერთხელ ტესტი უტარდებათ, კორონავირუსის არ დაფიქსირებულა.