ონში მდინარე რიონის კალაპოტის ფორმირების სამუშაოები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.მათი განმარტებით აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში სოფელ ღარში მდინარე რიონის კალაპოტის ფორმირება და ლოდნარის მოწყობა მიმდინარეობს, ამავე მონაკვეთზე ბეტონის კუბების ჩალაგების სამუშაოებიც იგეგმება. ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და კალაპოტის ფორმირების მიმდინარეობას ადგილზე გაეცვნენ.
სამუშაოებს შპს „ იერი “ ახორციელებს-აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები