რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პარმენ მარგველიძემ თანამშრომლებს ახალი მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე წარუდგინა. ინფორმაციას მხარის სახელმწიფო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლაშა ჭიჭინაძე პროფესიით იურისტ-ეკონომისტია. აქვს საბანკო სექტორში მენეჯერად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, 2017 წლიდან დღემდე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრია,2019 წლიდან დღემდე სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის მენეჯერის პოზიციას იკავებდა.
ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები