ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 537-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 275.685-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 79, ქვემო ქართლი – 28, შიდა ქართლი – 29, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 37, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8″.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელები „რეგიონულ კვირასთან“ აცხადებენ, რომ ამბროლაურის, ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების არცერთი დადასტურებული შემთხვევაა, 8 ახალი დადასტურებული შემტხვევა კი ცაგერის მუნიციპალიტეტს უკავშირდება-„ სამწუხაროდ ცაგერის მუნიციპალიტეტში კვლავ მზარდია დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები, 8 შემთხვევიდან რამდენიმე მართალია თვითიზოლაციაში იმყოფებოდა,მაგრამ გვაქვს ახალი შემთხვევებიც. მე მინდა ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვთხოვო და მოვუწოდო, რომ მკაცრად დაიცვან ჯანმოს მიერ მოწოდებული რეკომენდაციები“,-განაცხადა ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები