გურიაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
Stopcov.ge ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29652 კვლევა ტესტით, მათ შორის 22203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7449 PCR ტესტით.
16 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 537 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 275685 – ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 128 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 268693 – მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3658 პირი ემსხვერპლა.