ადიგენში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ბოლო შეხვედრები მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით სოფელ უდესა და ზაზალოში გაიმართა, რომელსაც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი, მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება.
სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
2021 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 648 000 ლარი დაიხარჯება”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ადიგენის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ეტაპობრივად, ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები