ამბროლაურის სავაჭრო ცენტრში “წითელი ჯვრის” ადგილობრივი ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით „წითელი ჯვრის“ ადგილობრივი წარმომადგენლობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პერიოდულად სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ახორციელებს. ინფორმაციას მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მონიტორინგში საჯარო და კერძო ორგანიზაციები იღებენ მონაწილეობას.
“საქართველოს“ წითელი ჯვრის“ საზოგადოების ამბროლაურის ფილიალის თანამშრომლები ამ ეტაპზე, სავაჭრო ცენტრების შემოვლას ახორციელებენ და და ჯანდაცვის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების მონიტორინგს ანხორციელებენ. ,,წითელი ჯვრის” წარმომადგენლები ამბროლაურის აგრარულ ბაზარში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ, მოქალაქეებს საინფორმაციო ბიულეტინები და პირბადეები გადასცეს და არსებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდეს”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.