გიორგი სახოკია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, დღეს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივ წარმომადგენელთან ეჯირი იუკიჰიკოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.
“სააგენტო დაინტერესებულია, რომ საქართველოში, მათ შორის, გურიაში, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შეუწყოს ხელი. რწმუნებული სააგენტოს წარმომადგენელს იმ ძირითად საჭიროებებსა და გამოწვევებზე ესაუბრა, რომელიც რეგიონში ამ კუთხით არსებობს. მხარეები სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
JICA მხარდაჭერას საქართველოში შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ახორცირციელებს: ა) სოფლის მეურნეობა, ბ) ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, გ) ჯანდაცვა და სამედიცინო მომსახურება, დ) დეცენტრალიზაცია და რეგიონული განვითარება”, – ნათქვამია მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.