“ასტრაზენეკას” ვაქცინით ოზურგეთში პირველი “მედალფას” დირექტორი დავით მდინარაძე აიცრა

ოზურგეთის სამედიცინო პერსონალის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კლინიკა “მედალფაში” დაიწყო. პირველი ვაქცინა კლინიკის დირექტორმა დავით მდინარაძემ გაიკეთა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესს გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია დაესწრო.

17 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში  ჩოხატაურისა და ლანჩხუთის “მედალფას“ კლინიკებიც ჩაერთვება.
ცნობისთვის, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში დღეს დაიწყო. პირველი აცრა ღია ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გაიკეთა.

შეგახსენებთ, რომ “ასტრაზენეკას” პრეპარატი საქართველოში კოვაქსის პლატფორმის მეშვეობითა და UNICEF-ის დახმარებით ჩვენმა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები