ახმეტაში საქართველოს ეროვნული გმირის -ზურაბ იარაჯულის დაბადების დღე აღნიშნეს
ახმეტაში, საქართველოს ეროვნული გმირის -ზურაბ იარაჯულის დაბადების დღე აღნიშნეს. ინფორმაცია “რეგიონულ კვირიას” ადგილობრივი მერიიდან აცნობეს.
“საქართველოს ეროვნული გმირის – ზურაბ იარაჯულის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ახმეტის საცხენოსნო კლუბის -“ჯარჯი” მხედრებმა ახმეტის მშენებარე ეკლესიიდან, სადაც გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა, თიანეთამდე მსვლელობა მოაწყვეს და დაღუპული გმირის პატივსაცემად დოღში მიიღეს მონაწილეობა”,- ნათქვამია განცხადებაში.