საქართველოს პირველობა ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში გურჯაანში ჩატარდა
გურჯაანმა, საქართველოს პირველობას – უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის ბერძნულ, რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში უმასპინძლა. ინფორმაციას ადგილობრივი მერია, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
” შეჯიბრი, ორივე სახეობაში, 10 წონით კატეგორიაში გაიმართა და მასში 500 – მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
გამარჯვებულები თასებით, შესაბამისი ხარისხის მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს პირველობა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა”,- ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ გურჯაანმა საქართველოს პირველობას
ბერძნულ – რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში უკვე მესამედ უმასპინძლა.