დაცვის პოლიცია სამთო კურორტების უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი სამთო კურორტების უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაცვის პოლიციის თანამშრომლები გუდაურსა და ბაკურიანში არსებულ ტურისტულ ზონებში, საბაგიროებთან ტურისტების ნაკადსა და სოციალურ დისტანციას გააკონტროლებენ.

დაცვის პოლიცია, სამთო კურორტებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები