რა სერვისებს სთავაზობს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივებს – დეტალურად

ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებისათვის სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან არაერთი სოციალური დაცვის პროგრამა ხორციელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, განსახორციელებელი პროგრამების მიზანს მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური წახალისება, მათი რაოდენობის ზრდა, ოჯახების სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების შექმნა-გაუმჯობესება წარმოადგენს.

“ასეთი სოციალური დახმარების ქვეპროგრამებია- სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება, ხანდაზმულთა ფინანსური, სტიქიური მოვლენების (ხანძრის) შედეგად დაზარალებულთა, ომის ვეტერანთა ფინანსური,ერთჯერადი სოციალური ,მარტოხელა დედების /მამების,შშმ პირთა,მრავალშვილიანი ოჯახების(4 და მეტი შვილი) ,დიალეზზე დამოკიდებული პირების დახმარება, სარიტუალო მომსახურეობა, უსახლკარო (ეკომიგრანტთა) ბენეფიციართა ბინის ქირით უზრუნველყოფა.

პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, მისი განხორციელების ვადა განისაზღვრება 2021 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით-აცხადებენ ლენტეხის მერიაში”, – განაცხადეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები