“თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში” პროექტის ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა

რონდელის ფონდის, პროექტის “თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში, თბილისში გაიმართა მრგვალი მაგიდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა  მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისა და თემთა ლიდერების, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევების შესახებ საკუთარი ხედვის წარმოდგენას. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

“მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტიდან საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს დეპუტატები, მერიის წარმომადგენლები და სკოლის პედაგოგები, ხოლო ცენტრალური ხელისუფლებიდან პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, პროექტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები