ონის მედიკოსები ვაქცინაციის პროცესში 18 მარტიდან ჩაერთვებიან
ონში, მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 70 დოზა უკვე მიიტანეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
მათი თქმით, იმუნიზაციის პროცესი მუნიციპალიტეტში 18 მარტს დაიწყება.
„მოსახლეობას გვინდა განვუმარტოთ, რომ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაცია გადაუდებელი მოხმარებისათვის მინიჭებული აქვს და საქართველოში დადგენილი კანონმდებლობით ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ, ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება ნებადართული”,-აცხადებენ ონის ჯანდაცვის ცენტრში.
ვაქცინა წესების სრული დაცვით ონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სავაქცინო მაცივარში განთავსდა.