ცაგერის მერმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შედეგები შეაჯამა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მერმა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩატარებული საერთო კრებების შედეგები შეაჯამა და შესაბამის სამსახურებზე პროექტების დროული და ხარისხიანი განხორციელების მიზნით დავალებები გასცა.
“თათბირზე ლეჩხუმში არსებულ კოვიდ სიტუაციაზეც ისაუბრეს და საპრევენციო ღონისძიებები დაგეგმეს. მუნიციპალიტეტის მერმა თათბირის მონაწილეებს
მახაში-ლასურიაშის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და თქვა, რომ პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები