მოსახლეობის პრობლემები, ინფრასტრუქტურული პროექტები და პანდემია – ამბროლაურის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მერია ავრცელებს. თათბირზე
ამბროლაურში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელ პოექტებსა და კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ზომებზე ისაუბრეს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მონიტორინგი პერიოდულად სხვადასხვა დაწესებულებებში განხორციელდება, რათა შემუშავებული რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვა მაქსიმალურად მოხდეს.

ზვიად მხეიძემ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის – ,,ნარჩენების მართვის” საუკეთესო პრაქტიკის მიმართულებით მიღებული ჯილდო თანამშრომლებს მიულოცა და განაცხადა, რომ სისუფთავის დაცვა და ქალაქის იერსახეზე ზრუნვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ასევე დაიგეგმა დასუფთავების აქციებიც, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით პერიოდულად გაიმართება. თათბირზე სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მიმდინარეობაც განიხილეს და ამ მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრეს.
მუნიციპალიტეტის მერმა სამსახურების ხელმძღვანელებს პრობლემურ საკითხებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.
შეხვედრას მერის  მოადგილეები დავით გოგლიძე და მამუკა ხიმშიაშვილი და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები