“ვაქცინაცია კოვიდის პანდემიის დასრულების ყველაზე მოკლე გზაა” – იმუნიზაციის პროცესი რუსთავშიც დაიწყო

 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რუსთავშიც დაიწყო. “ასტრაზენეკას” პრეპარატით პირველი რუსთავის მეორე დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორი გია მოსიაშვილი აიცრა.

როგორც მან აცრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვაქცინაციის დაწყება კორონავირუსის დასასრულის ყველაზე მოკლე გზაა.

“განსხვავებულს ვერაფერს ვგრძნობ, ვგრძნობ მხოლოდ პასუხისმგებლობას ჩემი თანამშრომლების და ჩვენი მოსახლეობის წინაშე, რომ როგორც ქირურგმა, როგორც ამ დაწესების კლინიკურმა მენეჯერმა და როგორც პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ადამიანმა ვაჩვენო პირადი მაგალითი საზოგადოებას, რომ ჩვენ თუ ასე არ მოვიქცევით, დიდხანს მოგვიწევს იმ რეჟიმით ცხოვრება, რომელიც ორი წლის განმავლობაში გვინგრევს ქვეყანას. ჩვენ უნდა დავასრულოთ კოვიდის პანდემია ეს არის ყველაზე მოკლე გზა კოვიდპანდემიის დასასრულებლად, ამიტომ პირადი მაგალითით ვცდილობ სხვასაც ვუბიძგო ამ ნაბიჯისლენ”, – თქვა გია მოსიაშვილმა.

რუსთავში 14 მარტს პირველ და მეორე დიაგნოსტიკურ ცენტრში  “ასტრაზენეკას” ვაქცინის 1400 დოზა გადანაწილდა.
რუსთავის ნომერ მეორე სამედიცნო დაწესებულებაში მოწყობილია სპეციალური ოთახი, სადაც დღის განმავლობაში ვაქცინას მედიკოსები გაიკეთებს.

ცნობისთვის, “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი დოზები საქართველომ 13 მარტს მიიღო, დღეს, 15 მარტს კი იმუნიზაციის პროცესი თბილისსა და რეგიონებში დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები