კახეთში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია თელავის რეფერალური საავადმყოფოდან დაიწყო

კახეთში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია თელავის რეფერალური საავადმყოფოდან დაიწყო.

პირველი, ვინც “ასტრაზენეკას” ვაქცინა გაიკეთა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი და ამავე კლინიკის ექიმი ზეინაბ მგელიაშვილი არიან.

სამედიცნო დაწესებულებაში მოწყობილია სპეციალური ოთახი, სადაც დღის განმავლობაში ვაქცინას 10- ზე მეტი მედიკოსი გაიკეთეს.

იმუნიზაციის პროცესი 17 მარტიდან გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკის მედპერსონალის აცრით განახლდება და ეტაპობრივად სხვა მუნიციპალიტეტებში არსებულ საავადმყოფოებსაც მოიცავს.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 1900 დოზა კახეთში 13 მარტს ჩაიტანეს. რეგიონში სრულად მობილიზებულია რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, სადაც “ასტრაზენეკა” სპეციალურ მაცივრებში დასაწყობდა.

კახეთში, COVID- 19-ზე აცრა რეგისტირებულ 13 დაწესებულების სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს ჩაუტარდება, მათ შორის საუბარია თელავის ოთხი და საგარეჯოს სამი კლინიკის 1500-მდე მედიკოსზე.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები